სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი - 2013

ძვირფასო პედაგოგებო,

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აჯილდოვებს სამოქალაქო
განათლების წლის საუკეთესო პედაგოგებს. ჯილდო ფორუმის წლიურ ეროვნულ
კონფერენციაზე, 2014 წლის 3 მაისს გაიცემა.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და
ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით
პრიზს წარწერით “სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი - 2013”.

2013 წელს საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში:
კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი,
სამეგრელო ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და მცხეთა-მთიანეთი.

გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ჩამოყალიბდა სამოქალაქო
განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში.
პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH Internationalკონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით და აშშ საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმი სამოქალაქო განათლების
მასწავლებელთა პროფესიული ქსელია, ის ასევე ღიაა სამოქალაქო განათლების
საკითხებით დაინტერესებული სხვა პედაგოგებისათვის და სკოლის ადმინისტრაციის
წარმომადგენლებისათვის. ფორუმის მთავარი მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების გაუმჯობესებისათვის
მასწავლებელთა მონაწილეობის წახალისებაა.

დაჯილდოება ის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს პედაგოგთა
წახალისებას და პროფესიული განვითარებისათვის მათ სტიმულირებას. ამასთანავე
დაჯილდოების მიზანია სამოქალაქო განათლების საგანის წარმოჩენა მისი
პოპულარიზებისათვის.

დაჯილდოების პროცედურა

დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შემოიტანონ შევსებული განაცხადის ფორმა.
განაცხადისწარდგენა შესაძლებელია 2013 წლის 10 დეკემბრიდან - 2014 წლის 25
იანვრამდე. განაცხადის ფორმა მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით
შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: civics@ctc.org.ge

შესაძლებელია განაცხადის ფორმის ასევე პარტნიორ არასამთავრობო
ორგანიზაციებისათვისაცმიწოდებაც.

სააპლიკაციო ფორმა შევსებული უნდა იყოს ზედმიწევნით. აქვე მითითებულ უნდა
იყოს სულ მცირე ორი რეკომენდატორი პირი.

შეფასების კრიტერიუმები

დაჯილდოებისას ფასდებამხოლოდ 2013კალენდარული წლის მანძილზე გაწეული
საქმიანობა, კერძოდ:

•პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაწეული საქმიანობა;

•პედაგოგის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენება
საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის
ამაღლების მიზნით;

•სკოლის ბაზაზე სამოქალაქო კლუბის განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევა და
კლუბის მუშაობის შედეგები;

•პედაგოგის ხელშეწყობითმოსწავლეთა ინიციატივები, აქციები და სასწავლო
პროექტები.



კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
ბექა ურუშაძე | ქეთი ქობულაშვილი
ტელ.: (577) 980884| (577) 980883
ელ-ფოსტა: civics@ctc.org.ge
მისამართი: ქ. თბილისი, 0186, ოთარ ჩხეიძის 5

ჯილდოს მიღების ყველა მსურველს გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენს
განცხადებებს  მისამართზე: civics@ctc.org.ge