სასწავლო პროგრამების კოორდინატორი

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების კოორდინატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

ნიუტონის თავისუფალი სკოლის მიზანია მოსწავლეების შესაძლებლობების აღმოჩენა, მათი გაღვივება და ახალგაზრდების წარმატებული მომავლისთვის მომზადება. სკოლა მოწოდებულია ახალგაზრდებს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათთვის სწავლის პერიოდი ერთდროულად სავალდებულო, საინტერესო და კომფორტულ პროცესად იქცეს.

მოკლე სასწავლო პროგრამების კოორდინატორის ფუნქციებია:

** "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" კლასგარეშე პროგრამის (არჩევითი კლუბები) შემუშავება;
** შემუშავებული კლასგარეშე პროგრამების ფუნქციონირების და ხარისხის მონიტორინგი;
** სხვადსხვა მოკლევადიანი სასწავლო კურსების ორგანიზება;
** ლოკალური და საერთაშორისო საზაფხულო სკოლების კურსების მოძიება და მოსწავლეთათვის სასწავლო ტურების ორგანიზება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე; მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge 2014 წლის 1 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომლისთვისაც აგზავნით CV-ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.