მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

სსიპ  ბავშვთა  და  ახალგაზრდობის  განვითარების  ფონდი    და  ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდი  იწვევენ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს/საზოგადოებრივ ორგანიზაციებს  (არასამეწარმეო  იურიდიული  პირებს),  რომელთა  სადამფუძნებლო დოკუმენტაციით  განსაზღვრული  საქმიანობის  მიზანია  ახალგაზრდების  უფლებებისა  და თავისუფლებების  დაცვისათვის,  მათი  ნიჭისა  და  უნარის  განვითარებისათვის  და საზოგადოებაში  დამკვიდრებისათვის  ხელის  შეწყობა,  სოციალური  მეწარმეობის ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად.
სოციალური  მეწარმეობა  გულისხმობს  სოციალური  მიზნების  მიღწევას  შემოსავლის
მომტანი  საქმიანობის  განხორციელების  გზით.  სხვაგვარად  რომ  ვთქვათ,  სოციალური
საწარმო  არის  ორგანიზაცია,  რომელსაც  აქვს  გამოკვეთილი  სოციალური  მისია/მიზანი  და რომელიც  თავისი  საქმიანობით  მიღებულ  შემოსავალს  და  მის  ძირითად  ნაწილს  ახმარს საკუთარი მიისა, თუ სოციალური მიზნის რეალიზაციას.
3-დღიანი  ინტენსიური  ტრეინინგი  მიეძღვნება  სოციალური  მეწარმეობის
კონცეფციის, აგრეთვე შესაბამისი ეკონომიკური და ფინანსური ასპექტების განხილვას, რაც მნიშვნელოვანად  წაადგება  იმ  ორგანიზაციებს,  რომლებიც  სურთ  მიიღონ  მონაწილეობა სსიპ  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსში,  რომელიც უახლოეს  მომავალში  გამოცხადდება  და  რომლის  ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულება  სწორედ  სოციალური  მეწარმეობა  გახლავთ.  ტრეინინგს  გაუძღვებიან საქართველოს  სტრატეგიული  კვლევისა  და  განვითარების  ცენტრის  გამოცდილი ტრენერები.
ტრეინინგში  მონაწილეობის  მიღების  მსურველებმა  უნდა  შეავსონ  თანდართული
სააპლიკაციო  ფორმა  და  არაუგვიანეს  2014  წლის  9  მაისისა,  გამოაგზავნონ  შემდეგ
ელექტრონულ  ფოსტაზე:  info@epfound.ge  და  vbaramia@epfound.ge.  ამასთან  ერთად,
დაინტერესებულმა  ორგანიზაციებმა  უნდა  გამოაგზავნონ  წესდება,  რათა  დავრწმუნდეთ, რომ  მათი  საქმიანობის  სფეროში  შედის  ახალგაზრდებთან  დაკავშირებული  საკითხები.
გთხოვთ მიუთითოთ სახელი: SE Training. შერჩეულ აპლიკანტებს ფონდის თანამშრომლები დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 2014 წლის 12 მაისისა.
ტრეინინგი გაიმართება თბილისში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ოფისში 14-16  მაისს.  საქართველოს  რეგიონებიდან  შერჩეულ  მონაწილეთა  მგზავრობის  ხარჯებს
დაფარავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.

საკონტაქტო ინფორმაცია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისამართი: კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული
ტელ/ფაქსი: (+995 32) 25 39 42/43

საკონტაქტო პირი: ვიქტორ ბარამია, პროგრამის უფროსი მენეჯერი - vbaramia@epfound.ge