ტრენინგ-სემინარი „ურთიერთობის არაძალადობრივი საშუალებები - კავკასია და ახლო აღმოსავლეთი’’

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს’’ (IMTD-Georgia) ინიციატივით, კანადის განდის ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან თანაპარტნიორობით 2014 წლის 30 ივნისს თბილისში დაგეგმილია მაჰათმა განდის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა. განდის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით იგეგმება 30 ივნისი-6 ივლისის ჩათვლით ქალაქ ბათუმში ტრენინგ-სემინარის „ურთიერთობის არაძალადობრივი საშუალებები - კავკასია და ახლო აღმოსავლეთი’’ ჩატარება, რომლის მიზანია გააცნოს მონაწილეებს ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საერთაშორისო არაძალადობრივი ინიციატივების პრინციპები და პრაქტიკა.

ტრენინგ-სემინარის საშუალებით მოხდება ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდება არაძალადობრივი მოძრაობაში ჯგუფური სწავლების, აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებისა და ლექციების საშუალებით. მონაწილეები გაეცნობიან გლობალურ განდიანურ პრინციპებზე დაფუძნებულ არაძალადობრივ ტექნიკას, სტრატეგირების მექანიზმებს სხვადასხვა ქვეყნებში და რელიგიათაშორის დიალოგის ძირითად პრინციპებს.

ტრენინგ-სემინარებს გაუძღვებიან: • რაჯა გოპალი - ინდოეთის განდის ფონდის ერთ-ერთი ლიდერი; • ჯილ კარ ჰარისი - კანადის განდის ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; • რამინ ჯაჰანბეგლი - იორკის უნივერსიტეტის პროფესორი მშვიდობის კვლევების მიმართულებით.

 მონაწილეთა რაოდენობა: 25 ადგილი: ბათუმი თარიღი: 30 ივნისი - 6 ივლისი სამუშაო ენა: ინგლისური დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) ინგლისურ ენაზე 18 ივნისამდე (2014) შემდეგ მაილზე : Gandhi_foundation@gmail.com

ვებ-გვერდი: www.imtd.org
კონტაქტი: +995 551 508811 +995 598 159277