სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა პავლე თვალიაშვილმა სამი ორგანიზაციის წარმომადგენლებს: სიქას, განათლებისა და მართვის გუნდისა და CISV-საქართველოს მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და ტრენერებს ჩაუტარა საინფორმაციო სემინარი.
სემინარი ჩატარდა 19 სექტემბერს დაბა სიონში. სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იტალიაში, ქალაქ კასერტაში ჩატარებული ახლაგაზრდული გაცვლის პროგრამის “Invitation of improvement – Expand yourself” შესახებ. პროგრამა დაფინანსებული იყო "ERASMUS +"-ის ფარგლებში.
სემინარს იტალიის ტრენინგის მონაწილე მარი კოშაძეც დაესწრო.
მონაწილეები გაეცნენ საკვანძო კომპეტენციებსა და მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. გაიმართა დისკუსია, როგორ შეიძლებამ ამ პროგრამის გამოცდილების გათვალისწინება ტრენინგებზე.