ტრენინგი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

ძვირფასო მასწავლებლებო და მასწავლებლობის მსურველებო,

თბილისის მასწავლებლის სახლში, 17 თებერვალს, იწყება ტრენინგი "მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში ".


ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: უმცროსი სასკოლო და გარდატეხის ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და პედაგოგიური რეკომენდაციები, განათლებისა და განვითარების თეორიები: კერძოდ, ბიჰევიორალური, სოციალური დასწავლის, კოგნიტური, ჰუმანისტური, ლ. კოლბერგის მორალური განვითარების, ჰ. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიები, ბ. ბლუმის სასწავლო მიზმების ტაქსონომია. ყურადღება გამახვილებული იქნება თეორიების გამოყენებაზე სასწავლო პრაქტიკაში; ინკლუზიური განათლება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების კლასიფიკაცია.

ტრენინგი არის 24-საათიანი, გადანაწილებული 6 დღეზე. ტრენერი: ნინო კობალაძე.

ჯგუფში დარჩენილია რამდენიმე ადგილი.

რეგისტრაციისთვის მიყევით ლინკს:
http://www.tpdc.ge/registration/registracia.php?id=4