განაცხადი - პედაგოგთა კლუბის ფასეულობათა განათლების კურსში მონაწილეობისთვის

კლუბი მუშაობას დაიწყებს 12 მარტს და გაგრძელდება ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე. მოიცავს 8 შეხვედრას ორი თვის განმავლობაში.

კურსი: პედაგოგები ფასეულობითი განათლებისათვის.

კურსის ფასია 130 ლარი.

კურსის პროგრამაშია:

ფასეულობითი განათლება - საერთაშორისო და ქართული გამოცდილება;
პროგრამის მიზნები და ამოცანები;
სასკოლო და საკლასო ცხოვრებაში ფასეულობითი განათლების გარემოს შექმნა;
ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში (ქართული და უცხოური ლიტერატურა, ისტორია, ბუნება, ხელოვნება);
ფასეულობითი განათლების მეთოდოლოგიის (ხატვა, დრამა, დისკუსია, პრეზენტაცია, როლური თამაშები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, მინი ლექცია, კითხვა-პასუხი) გამოყენება; აქტივობების მრავალფეროვნება (მასალები: ტექსტები, მოთხრობები, ზღაპრები, სიმღერები, თამაშები, ფიზიკური აქტივობები, ბარათები, ნახატები, პლაკატები) ორიენტირებული კონკრეტულ ფასეულობაზე;
გაკვეთილების დაგეგმვა ფასეულობების მიხედვით;
როგორ გამოვიყენოთ ფასეულობითი განათლების მეთოდური ლიტერატურა;
საკითხავ ტექსტებზე მუშაობა, სახელმძღვანელოების ანალიზი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 4 მარტი.
ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია დასრულდება უფრო ადრე.

საკონტაქტო ტელეფონი 555345669 თეა ლობჟანიძე

განაცხადის ფორმა:
http://webanketa.com/forms/6wrk6d1s5xjk8d9q6msk4sg/