სამოქალაქო განათლების პედაგოგების ტრენერების შესარჩევი კონკურსი

კონრად ადენაუერის ფონდის და ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო ახალი 2 წლიანი პროექტი,
რომლის ამოცანაა:

სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის დამატებითი ინფორმაციისა და მეთოდური
საშუალებების მიწოდება
სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შორის კონტაქტების გაღრმავება და არსებული
გაერთიანებების ხელშეწყობა
სამოქალაო განათლების ლობირება და შესაბამისი პოლიტიკის მხარდაჭერა

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება სამოქალაქო მონაწილეობის
ხელშეწყობის და შესაბამისი უნარების განვითარების გზით. (ჩამოტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია)

პროექტის ფარგლებში დაიწყო 20 ტრენერ პედაგოგის შერჩევა, რომლებსაც ჩაუტარდებათ ორი 3
დღიანი ტრენინგი, რის შემდეგაც თავად შეძლებენ პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარებას
თავიანთ რეგიონებში.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
აპლიკაციის ფორმა (იხილეთ ვებ გვერდზე http://www.gace.ge)
სამოტივაციო წერილი
ერთი დღის ტრენინგის გეგმა (წარმოგვიდგინეთ ტრენინგის ერთი დღის სრული გრაფიკი, თუ
როგორ ჩაატარებდით პედაგოგების ტრენინგს, თქვენ რომ იყოთ ტრენერი)

* შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება პედაგოგებს, რომელთა გამოცდილება 3 წელზე მეტია.
* მწვრთნელების შერჩევა ხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო
ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, აჭარა, კახეთი. (პროექტში მონაწილეობას ვერ მიიღებენ
თბილისში მოქმედი პედაგოგები)

შერჩეული ტრენერები გახდებიან „საქართველოს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა
ასოციაციის - GACE“ წევრები და ჩაუტარდებათ დამატებითი ერთდღიანი ტრენინგი ახალი
პროექტის ფარგლებში, რომელსაც PIN (People In Need) და GACE ერთობლივად განახორციელებს.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში და ყველა ხარჯი ანაზღაურდება პროექტის მიერ.

გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე info@gace.ge
გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მარტი, 2014. აპლიკაციის ჩამოტვირთვა
შერჩეულ კანდიდატებს შევატყობინებთ 15 მარტს.
ტრენინგები დაიწყება 28 მარტს.