ასოცირების შესახებ შეთანხმება თავი 16



 
ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის         

 თავი 16

განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა

მუხლი 358

მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში, რათა გაააქტიურონ თანამშრომლობა და დიალოგი, მათ შორის, დიალოგი პოლიტიკის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მიახლოვებას. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ  მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას, წაახალისონ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობა და გამჭვირვალობა ყველა დონეზე, უმაღლეს განათლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.


მუხლი 359

განათლებისა და ტრეინინგების სფეროში თანამშრომლობა, inter alia, მიმართული იქნება შემდეგი სფეროების განვითარებისაკენ:

(a)    მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის უმთავრეს ასპექტს და რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
(b)   განათლებისა და ტრეინინგის სისტემების მოდერნიზება, ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ყველა საფეხურის  რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ადრეულ ასაკში განათლებისა და მზრუნველობიდან დაწყებული,  უმაღლესი განათლების ჩათვლით;
(c)    უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება იმ საშუალებით, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირისუმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა“ (Modernisation Agenda for Higher Education) დაბოლონიის პროცესთან“;
(d)   აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობა, სტუდენტებისა და მასწავლებლების მობილურობის გაზრდა;
(e)    უცხო ენების სწავლების ხელშეწყობა;

(f)     კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობა და ამ მხრივ ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფა; 
(g)    პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით; და
(h)   ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, აგრეთვე, ევროკავშირი-აღმოსავლეთის პარტნიორობის ურთიერთობებზე აკადემიური დიალოგის  შესახებ ცოდნისა და განათლების ამაღლება, და ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა.

მუხლი 360

მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობაზე, რათა:

(a)    ხელი შეუწყონ თანამშრომლობასა და გაცვლებს ახალგაზრდობის პოლიტიკის, ასევე  ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთა არაფორმალური განათლების  სფეროში;
(b)   ხელი შეუწყონ ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულების მობილურობის გაზრდას, რაც წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის, ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიღების ხელშეწყობის მექანიზმს, მათ შორის მოხალისეობის გზით;
(c)    ხელი შეუწყონ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას. 


მუხლი 361

საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.