ასოცირების შესახებ შეთანხმება თავი 16



 
ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის         

 თავი 16

განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა

მუხლი 358

მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში, რათა გაააქტიურონ თანამშრომლობა და დიალოგი, მათ შორის, დიალოგი პოლიტიკის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მიახლოვებას. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ  მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას, წაახალისონ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობა და გამჭვირვალობა ყველა დონეზე, უმაღლეს განათლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.


მუხლი 359

განათლებისა და ტრეინინგების სფეროში თანამშრომლობა, inter alia, მიმართული იქნება შემდეგი სფეროების განვითარებისაკენ:

(a)    მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის უმთავრეს ასპექტს და რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
(b)   განათლებისა და ტრეინინგის სისტემების მოდერნიზება, ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ყველა საფეხურის  რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ადრეულ ასაკში განათლებისა და მზრუნველობიდან დაწყებული,  უმაღლესი განათლების ჩათვლით;
(c)    უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება იმ საშუალებით, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირისუმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა“ (Modernisation Agenda for Higher Education) დაბოლონიის პროცესთან“;
(d)   აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობა, სტუდენტებისა და მასწავლებლების მობილურობის გაზრდა;
(e)    უცხო ენების სწავლების ხელშეწყობა;

(f)     კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობა და ამ მხრივ ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფა; 
(g)    პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით; და
(h)   ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, აგრეთვე, ევროკავშირი-აღმოსავლეთის პარტნიორობის ურთიერთობებზე აკადემიური დიალოგის  შესახებ ცოდნისა და განათლების ამაღლება, და ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა.

მუხლი 360

მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობაზე, რათა:

(a)    ხელი შეუწყონ თანამშრომლობასა და გაცვლებს ახალგაზრდობის პოლიტიკის, ასევე  ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთა არაფორმალური განათლების  სფეროში;
(b)   ხელი შეუწყონ ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულების მობილურობის გაზრდას, რაც წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის, ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიღების ხელშეწყობის მექანიზმს, მათ შორის მოხალისეობის გზით;
(c)    ხელი შეუწყონ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას. 


მუხლი 361

საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.  


ტრენინგ კურსი სომხეთში

Training Course 27 July - 3 August 2014 | Yerevan, Armenia

Lab of Ideas - youth project for active citizenship

The TC will gather 20 multipliers on youth international and volunteer projects, to contribute to sustainability and innovation in youth work, raising skills and capacities of youth to initiate, design and organize grass-root projects and activities.
Organizer:
Associazione InformaGiovani (NGO/Others)
This activity is for participants from:
Armenia, Croatia, Estonia, Georgia, Italy, Ukraine, United Kingdom
Application deadline:
12 July 2014
(The short link for this training offer is http://trainings.salto-youth.net/4340)

EMT-ის საზაფხულო ბანაკი ქვეშეთში

25 ივლისი- 1 აგვისტო 2014წ. 

EMT-ის საზაფხულო ბანაკი ქვეშეთში
„ჩარჩოებს  მიღმა  აზროვნება“


EMT უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ ბავშვებისთვის
საზაფხულო ბანაკი გუდაურთან ახლოს, სასტუმრო ქვეშეთში;
ისტორიული და ბუნების ძეგლების გარემოცვაში.

პროგრამა განკუთვნილია დამოუკიდებლობისა და პიროვნული უნარების განვითარებისთვის.

25 ივლისი- 1 აგვისტო 2014 წ.
7-დღიანი პროგრამა მოიცავს საკითხებს:

1.  ინდივიდუალურ და ჯგუფურ სახალისო და

ინტელექტუალურ დავალებებ/პრეზენტაციები;

2.  ტრენინგი თემაზე:  კრეატივი/შემოქმედებთი აზოვნების განვითარება;

3.  აზრის გამოხატვის ფორმებ და თავისებურებებ -თემატური ფოტო და ვიდეო, როგორც აზრის გამოხატვის საშუალება - დავალებები და განხილვები;

4.  ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;

5.  მიკრო პროექტების განხორციელება - მრავალმხრივი კომპეტენციების განვითარება;

6.  დღის და საღამოს დიდი თამაში  სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;

7.  ტრენინგ თემაზე: ლოგიკა/დაკვირვება

8.  სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

  
მონაწილეობის ღირებულება:
349.00 ლარი.
ასაკობრივი ჯგუფები:
  • 10-13 წწ
  • 14-17 წწ
რეგისტრაციის გასავლელად
1 ივლისამდე
დაუკავშირდით ბანაკის დირექტორს თეონა ბუაძეს
599 455 233  teklabuadze@gmail.com
საკონტაქტო პირები:
599 989 545 - გიორგი თვალიაშვილი;
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი
ისიამოვნეთ, დაისვენეთ და განვითარდით EMT-ს გამოცდილ გუნდთან ერთად!

სემინარი უნგრეთში

Seminar / Conference 11-18 October 2014 | Szeged, Hungary

You(th)r work and Erasmus+?

Seminar on sharing good practices and challenges concerning local and international youth work through voluntary activities.
Organizer:
YOPA - Youth for Participation Association (NGO/Others)
This activity is for participants from:
EASTERN EUROPE AND CAUCASUS, YOUTH IN ACTION PROGRAMME COUNTRIES
Application deadline:
30 June 2014
(The short link for this training offer is http://trainings.salto-youth.net/4320)

ტრენინგი ხორვატიაში

Training Course 12-16 November 2014 | Croatia

SOHO in Croatia - European Training Course for EVS Support People

SOHO aims at enhancing quality of EVS projects through development of essential competences of support persons. It also provides up-to-date information to its participants on the opportunities given by the Erasmus+ Youth in Action Programme.
Organizer:
YiA National Agency Croatia (National Agency)
This activity is for participants from:
Belgium - FL, Belgium - FR, Croatia, EASTERN EUROPE AND CAUCASUS, Estonia, France, Latvia, Lithuania, Netherlands, Norway, Poland, Portugal, Romania, Slovenia, SOUTH-EAST EUROPE, Spain, Turkey, United Kingdom
Application deadline:
21 September 2014
(The short link for this training offer is http://trainings.salto-youth.net/4313)

ტრენინგი ბულგარეთში

Training Course 29 October - 2 November 2014 | Bulgaria

SOHO in Bulgaria - European Training Course for EVS Support People

SOHO aims at enhancing quality of EVS projects through development of essential competences of support persons. It also provides up-to-date information to its participants on the opportunities given by the Erasmus+ Youth in Action Programme.
Organizer:
YiA National Agency Bulgaria (National Agency)
This activity is for participants from:
Austria, Bulgaria, Cyprus, EASTERN EUROPE AND CAUCASUS, France, Germany, Greece, Iceland, Ireland, Italy, Malta, Netherlands, Norway, Poland, SOUTH-EAST EUROPE, Sweden
Application deadline:
1 September 2014
(The short link for this training offer is http://trainings.salto-youth.net/4312)

ტრენინგ-სემინარი „ურთიერთობის არაძალადობრივი საშუალებები - კავკასია და ახლო აღმოსავლეთი’’

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს’’ (IMTD-Georgia) ინიციატივით, კანადის განდის ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან თანაპარტნიორობით 2014 წლის 30 ივნისს თბილისში დაგეგმილია მაჰათმა განდის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა. განდის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით იგეგმება 30 ივნისი-6 ივლისის ჩათვლით ქალაქ ბათუმში ტრენინგ-სემინარის „ურთიერთობის არაძალადობრივი საშუალებები - კავკასია და ახლო აღმოსავლეთი’’ ჩატარება, რომლის მიზანია გააცნოს მონაწილეებს ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საერთაშორისო არაძალადობრივი ინიციატივების პრინციპები და პრაქტიკა.

ტრენინგ-სემინარის საშუალებით მოხდება ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდება არაძალადობრივი მოძრაობაში ჯგუფური სწავლების, აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებისა და ლექციების საშუალებით. მონაწილეები გაეცნობიან გლობალურ განდიანურ პრინციპებზე დაფუძნებულ არაძალადობრივ ტექნიკას, სტრატეგირების მექანიზმებს სხვადასხვა ქვეყნებში და რელიგიათაშორის დიალოგის ძირითად პრინციპებს.

ტრენინგ-სემინარებს გაუძღვებიან: • რაჯა გოპალი - ინდოეთის განდის ფონდის ერთ-ერთი ლიდერი; • ჯილ კარ ჰარისი - კანადის განდის ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; • რამინ ჯაჰანბეგლი - იორკის უნივერსიტეტის პროფესორი მშვიდობის კვლევების მიმართულებით.

 მონაწილეთა რაოდენობა: 25 ადგილი: ბათუმი თარიღი: 30 ივნისი - 6 ივლისი სამუშაო ენა: ინგლისური დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) ინგლისურ ენაზე 18 ივნისამდე (2014) შემდეგ მაილზე : Gandhi_foundation@gmail.com

ვებ-გვერდი: www.imtd.org
კონტაქტი: +995 551 508811 +995 598 159277