ტრენერების შესარჩევი კონკურსი

ა(ა)იპ ,,აჭარის განათლების ფონდი” საჯარო  სკოლის ადმინისტრაციის წევრთა პროფესიული განვითარების მიზნით აცხადებს ტრენერების  შესარჩევ  კონკურსს. კონკურსი ჩატარდება  სამ ეტაპად: განაცხადის შერჩევა,  ინდივიდუალური გასაუბრება და ტრენინგის დასრულებისას ინდივიდუალური დავალების შესრულება და  შეფასება კონკურსის პირველ ეტაპზე დოკუმენტაციის წარმოდგენისას სათაურის ველში უნდა მიეთითოს სასურველი მიმართულება. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დოკუმენტაცია გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ  მისამართზე ajaraedufund@gmail.com.

კონკურსის პირველ ეტაპზე დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2014 წლის 11 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე ა(ა)იპ ,,აჭარის განათლების ფონდის”  მიერ დადგინდება და გამოქვეყნდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები. იხილეთ სრულად...

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=102494&gid=6#.U-4VRmNX9cp