ვაკანსია პროექტებში

 ვაკანსია "ევროპის მოხალისეობრივი სერვისის" (EVS) პროექტებში:

1) ბულგარეთი, ქალაქი სლივენი, ორგანიზაცია „Youth House Sliven“. პროექტის დაწყების თარიღია: 2014 წლის 30 ნოემბერი, ხოლო ხანგრძლივობა კი 11 თვე. პროექტი "Human traffic" - თემატიკისაა, ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ: www.syc.ge/dok/evs_bulgaria.pdf ვეძებთ გოგონას !!! დაინტერესებულმა პირებმა CV (გადმოიწერეთ ფორმატი: www.syc.ge/dok/europass_cv.doc) და სამოტივაციო წერილი (ორივე იგნლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე (syc_guria@yahoo.com) 30 აგვისტომდე !!!

2) პოლონეთი, ქალაქი ვროცლავი, ორგანიზაცია „Semper Avanti“. პროექტის დაწყების თარიღია: 2014 წლის 1 ოტომბერი, ხოლო ხანგრძლივობა კი 12 თვე. ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ: www.syc.ge/dok/info_semper_avanti.pdf

3) პოლონეთი, ქალაქი ვროცლავი, ორგანიზაცია „Semper Avanti“. პროექტის დაწყების თარიღია: 2014 წლის 1 ოტომბერი, ხოლო ხანგრძლივობა კი 12 თვე. ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ: www.syc.ge/dok/info_srodowiskowy_dom_samopomocy.pdf

პოლონეთში დაგეგმილი პროექტების მონაწილეობის კანდიდატებმა სააპლიკაციო ფორმა (გადმოიწერეთ www.syc.ge/dok/volunteer_application.doc ) უნდა შეავსონ და გამოგზავნონ ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე (syc_guria@yahoo.com) არაუგვიანეს 30 აგვისტოსი !!!

პოტენციურ კანდიდატებს დაუკავშირდება მიმღები ორგანიზაცია და ჩაუტარებს გასაუბრებას Skype-ს მეშვეობით.

EVS პროექტის ფარგლებში მოხალისე არ წევს არანაირ ხარჯს !!!
მას პროექტის ფარგლებში უნაზღაურდება:
ვიზის და სავიზო პროცედურების ხარჯები;
საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები;
პროექტის განმავლობაში დაზღვევის ხარჯები;
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია ბინით (სხვადასხვა პროექტებში არის ცხოვრების სხვადასხვა პირობები, როგორიცაა: ბინაში ცალკე განთავსება, ბინაში სხვა მოხალისესთან/მოხალისეებთან განთავსება, ადგილობრივ ოჯახებში განთავსება);
ეძლევა კვების ხარჯებისათვის თანხა - რაც განსხვავდება ქვეყნის სტანდარტებიდან გამომდინარე;
ეძლევა ჯიბის ფული (Pocket Money) - სტანდრატულია ქყვეყნების შესაბამისად;
პროექტიდან, რომელშიც ის მონაწილეობს, გამომდინარე მას ეძლევა ადგილობრივი ტრანსპორტის და საკომუნიკაციო თანხები.

მოკლე ინფორმაციას EVS პროექტების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ www.syc.ge/index.php?option=com_content&task=view&id=22&Itemid=75